Search This Blog

Thursday, April 26, 2012

გლობალური ეკოლოგიის საგანი

     ეკოლოგია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა,
„ოიკოს“_ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს.  ეს ტერმინი
1869  წელს შემოიტანა გამოჩენილმა ბიოლოგმა
ე.ჰეკელმა.  დღეს ეკოლოგიის ქვეშ იგულისხმება
მეცნიერება ორგანიზმების და გარემოს ურთიერთ
მიმართებათა შესახებ.  აქედან გამომდინარე
ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულნი
არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები -
ბოტანიკოსები,  ზოოლოგები,  ნიადაგმცოდნეები,
გეოგრაფები,  პალეონტოლოგები,  გეოფიზიკოსები,
გეოქიმიკოსები და სხვა.   თუ აღნიშნულ
ურთიერთმიმართებას განვიხილავთ გლობალურ
მასშტაბში,  ანუ განვიხილავთ ურთიერთმიმართებას
საზოგადოებასა და გეოგრაფიულ გარემოს შორის
მაშინ    საქმე გვექნება გლობალურ ეკოლოგიურ
პრობლემებთან,  რომლებიც უშუალოდ ეხება
გეოგრაფიულ სივრცეს,  გეოგრაფიულ გარსს,
მთლიანად დედამიწას,  მის ბიოსფეროს,
მოსახლეობას, ყველა თანამედროვე სახელმწიფოს   და
ბოლოს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადმიანის
ინტერესებს. ეს პრობლემები დედამიწის ეკოლოგიის,
ანუ გეოეკოლოგიის პრობლემებს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment